XIX საუკუნის ბოლოს გერმანელმა ენათმეცნიერმა და ეთნოგრაფმა გუსტავ ვაიგანდმა ზაგორის რეგიონის ბევრი სოფელი აღწერა, მათ შორის მაკრინოც. ვაიგანდი აღნიშნავდა, რომ მცხოვრებლები ვლახურადაც ლაპარაკობდნენ და ბერძნულადაც. დროთა განმავლობაში ტრადიციული მწყემსური მეურნეობის დაქვეითებამ სოფელში ვლახური ენისა და კულტურის თანდათანობითი გაქრობა გამოიწვია. როცა 2019 წელს ვესტუმრე, ერთადერთი დარჩენილი ვლახურენოვანი მაკრინოდან არ იყო, ის ახალგაზრდობაში სირაკოდან გადმოსულიყო. თუმცა ადგილის სახელები, მაგალითად კიატრა მუსკა, შემორჩა და დღესაც იხმარება, სოფლის მდგრადი კულტურული მემკვიდრეობის დასტური.




















