პერივოლი / პირივოლი: ტრადიცია, მიგრაცია და ცვლილება

„გადმოცემის თანახმად, პერივოლი დაახლოებით ორასი წლის წინ სამი სოფლის, ბითულცის, კარიცასა და ბაიეტანის, გაერთიანებით დაარსდა. ავდელასა და სამარინას მსგავსად, ის ადრე უფრო აყვავებული იყო, ვიდრე ახლა. მან ალი-ფაშას მმართველობისგან იზარალა, თესალიის გადაცემამ კი დიდი ცვლილება მოიტანა, რადგან პერივოლელთა დიდი ნაწილი ზამთარს თესალიაში ატარებს. 1881 წელს თესალიის გადაცემის შემდეგ ბევრი მათგანი ქალაქებში სამუდამოდ დასახლდა. ტრიკალაში, რომელსაც ვლახების მეტროპოლიაც შეიძლება ვუწოდოთ, დაახლოებით ორასი პერივოლელი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ზაფხულობით კალამბაკის ზემოთ, მთებში, კორომილიად წოდებულ ადგილას მიდიან. ამრიგად, ჩანს, რომ სოფელი ოდესღაც ბევრად დიდი იყო, ვიდრე დღეს. სოფლის მთავარი ხელობა მეცხვარეობა იყო და სოფლის ცხვრის რაოდენობა 1877 წლამდე ისე უზომოდ გაიზარდა, რომ პერივოლის საძოვრები მეტ ცხვარს ვეღარ იტევდა.

სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი მისოხორი, ანუ მოედანია, რომელიც, სამარინის ეკლესიის ცნობილი ფიჭვის მსგავსად, მეზობლების შურს იწვევს. ეს ფართო ტერასაა, ნაწილობრივ ბუნებრივი, ნაწილობრივ კი დაქანებულ ფერდობზე ნაშენი, სამ მხარეს რამდენიმესართულიანი დუქნებითა თუ სახლებით. პერივოლის ტრადიციული სამოსი სამარინულის მსგავსია და ეროვნულ ტანსაცმელს აქ უფრო ხშირად ატარებენ, ვიდრე ავდელაში. თუმცა პერივოლურ სტილს უფრო მოკლე კალთები აქვს: წიპუნე და ნაოჭებიანი პერანგი მუხლებს ზემოთ მთავრდება, რის გამოც მთელი სამოსი ნაკლებად მორთულია“.

ალან ჯ. ბ. უეისი და მორის ს. ტომპსონი, „ბალკანეთის მომთაბარეები“

პერივოლი / პირივოლი, ძმები მანაკიების ფოტო, დაახ. 1900პერივოლი / პირივოლი დღეს

პერივოლი / პირივოლი რუკაზე

Scroll to Top

Privacy policy